იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს, კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების გამო უსიამოვნო გრძნობა არ აწუხებს.
„ამის გამო წუხილს არასდროს განვიცდიდი. ჩემპიონთა ლიგა იყო სტიმული, რომლისთვისაც ყოველ წელს მინდოდა ბრძოლა. განვიცდი პარტნიორების, კლუბის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების გამო, რომლებიც ამ თასს თითქმის 30 წელია ელიან, პირადად ჩემთვის კი ლიგაზე თამაში უკვე დიდი სიხარული იყო. გამარჯვება კარგი იქნებოდა, მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ“ - განაცხადა ბუფონმა.
იტალიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა - 2003, 2015 და 2017 წლებში.