„სევილიას“ ხელმძღვანელობა არ არის დარწმუნებული 37 წლის ცენტრალურ მცველ სერხიო რამოსთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების აუცილებლობაში, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება - გვამცნობს Relevo.
თუმცა, თავად ფეხბურთელი კარიერის ანდალუსიურ კლუბში გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ რამოსი „სევილიას“ გასულ სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენიდან.“
მიმდინარე სეზონში „სევილიას“ მცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.