ნიგერიის ნაკრების პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე პეზეირუმ უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ფავორიტს აფრიკის ერთა თასის ფინალში, რომელშიც მისი ფეხბურთელები კოტდივუარის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ეს თამაში ხვალ, 11 თებერვალს გაიმართება.
„არა, ფინალში შანსები ყოველთვის 50/50-ია. კოტდივუარს ძალიან კარგი ფეხბურთლები ჰყავს, თანაც შინ არიან. გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, მაგრამ თამაში ყველაფერს გვიჩვენებს.
აქ, აფრიკაში, უზარმაზარი ემოციური ტვირთია. ყველას უნდა გამარჯვება და არის დიდი ზეწოლა მედიის, პოლიტიკოსების, გულშემატკივრების მხრიდან“, - ციტირებს პეზეირუს სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიისა და კოტდივუარის ფინალური მატჩი 11 თებერვალს გაიმართება აბიჯანში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.