მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჰარი კეინმა განაცხადა, რომ არ ნერვიულობს ბავარიელთა ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე ყოფნის გამო.
„ბაიერნი“ ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში გახლდათ ქვეყნის ჩემპიონი. ახლა კი 2 ქულით ჩამორჩება ლევერკუზენის „ბაიერს.“ 10 თებერვალს სწორედ ისინი ხვდებიან ერთმანეთს ბუნდესლიგის 21-ე ტურში.
„მე ნათლად განვაცხადე, რომ მსურს გუნდური თასების მოგება, ეს არის ის, რაც ჩემს კარიერას აქამდე აკლდა. სწორედ ამისთვის ჩამოვედი აქ.
მაგრამ როგორც ყოველთვის, პანიკას არც ახლა ვაპირებ, მშვიდად ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს, გავაგრძელებ გუნდისთვის მაქსიმუმის კეთებას და იმედია შაბათს გავიმარჯვებთ“, - ციტირებს კეინის სიტყვებს BBC.
უმაღლეს დონეზე, კეინს არ მოუგია არცერთი ტიტული თავის კლუბებთან და ინგლისის ნაკრებთან ერთად. მან 4 ფინალში ითამაშა.