ფეხბურთი

21:19 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tater Asia - მესი უპატივცემულოდ მოგვექცა, ბილეთების საფასურის 50% დაბრუნდება

კომპანია Tater Asia, რომელიც „ინტერ მაიამისა“ და ჰონგ კონგის ნაკრების მატჩის (4 თებერვალს, 4:1) ორგანიზატორი იყო, ლიონელ მესის პეკინისა და ჰონგ კონგის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, კონტრაქტის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაში „ინტერ მაიამის“ ვარსკვლავებს - მესის, ალბას, ბუსკეტსა და სუარესს 45-45 წუთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ მესი და სუარესი ტრავმის მომიზეზებით მოედანზე არ გასულან. კომპანიამ კლუბს სთხოვა, რომ მესი ჰონგკონგელ გულშემატკივრებს შეხვედროდა და მათთვის აღნიშნული პირადად აეხსნა, მაგრამ არგენტინელი ასე არ მოიქცა.

მას შემდეგ, რაც მესიმ და სუარესმა 7 თებერვალს იაპონიაში ითამაშეს, კომპანიამ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, გულშემატკივრებს მოუბოდიშა და მათ ბილეთის ღირებულების 50%-ის დაბრუნებას დაჰპირდა, მესი კი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

არგენტინელის მოედანზე არ გასვლამ უკმაყოფილება გამოიწვია როგორც გულშემატკივრებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ მედიაში.

0.11605