საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „დინამო,“ წინასასეზონო მზადებას აგრძელებს. ახლა ისინი თურქული შეკრების მეორე ეტაპს გადიან და ახალწვეულებსაც იმატებენ.
კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი თავდამსხმელი, 27 წლის გაბრიელ რამოსი.
22 წლის განელი მარცხენა ნახევარმცველი ედმონდ მენსა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მარჯვენა მცველი. 25 წლის ნიკა მალი კი ბათუმური გუნდის მაისურას პირველად მოირგებენ.