ფეხბურთი

15:48 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღების შესახებ ხმებს ფიფა გამოეხმაურა

ფიფა გამოეხმაურა ადრე გავრცელებულ ინფორმაციას ფეხბურთში ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ მოთამაშეს გააძევებენ 10 წუთით, თუ ის გამიზნულად იუხეშებს ან არ დაეთანხმება მატჩის ოფიციალურ პირს.

„ფიფას სურს ნათლად განმარტოს, რომ ფეხბურთის ელიტარულ დონეზე ეგრეთ წოდებული ლურჯი ბარათის შემოღების შესახებ ინფორმაცია არასწორი და ნაადრევია.

ნებისმიერი ასეთი სიახლე, თუ განხორციელდება, უნდა შემოიფარგლოს დაბალ დონეზე საპასუხისმგებლო ტესტირებით - ეს არის პოზიცია, რომელსაც ფიფა 2 მარტს გენერალურ სხდომაზე გაიმეორებს - ნათქვამია ფიფას პრესსამსახურის განცხადებაში ტვიტერზე.

თეგებიფიფა
0.113195