ფეხბურთი

11:16 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერჰი რებროვი: „ჩეხეთს და ალბანეთს უკეთ ვიცნობ, საქართველოს - ნაკლებად“

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჰი რებროვმა პარიზში გამართული ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ B ლიგის პირველ ჯგუფში უკრაინელებთან ერთად საქართველოს, ჩეხეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები მოხვდნენ.

„სინამდვილეში, ერთა ლიგის წილისყრისგან არაფერს ველოდი, რადგან ახლა ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მოლოდინში ვართ. შემდეგ ყველა მეტოქის შესახებ ინფორმაციას შევაგროვებთ. ახლა, ვფიქრობ, მარტის თამაშებისთვის მომზადებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ვიცნობ ჩეხეთს და ალბანეთს, ნაკლებად საქართველოს. ალბანელები სოლიდურ ფეხბურთს აჩვენებენ, მათ ევროზე თამაშის უფლება დაიმსახურეს. ასევე ჩეხები, ქართველები, რომლებიც ფლეი-ოფის შესარჩევში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული ბრძოლა იქნება.“ - ციტირებს რებროვის სიტყვებს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.118948