საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, გასული წლის განმავლობაში 255,3 მილიონი ევრო გამოიმუშავა და 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.
39 წლის რონალდუმ 137 მილიონი ევრო კლუბისგან მიიღო, დანარჩენი კი სარეკლამო კონტრაქტებიდან.
მეორე ადგილზე გოლფის მოთამაშე ჯონ რამი გავიდა 188,4 მილიონი ევროთი, მესამეზე კი „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესია (120,66 მილიონი ევრო).
Sportico-ს ცნობით ხუთეულში შედიან კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (125,7 მილიონი დოლარი) და ფეხბურთელი კილიან მბაპე (125 მილიონი დოლარი).