ფეხბურთი

16:09 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი სუპერლიგაზე: „ისინი თავს მხსნელებად წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში საფლავს თხრიან“

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა კრიტიკულად ისაუბრა სუპერლიგის შემქმნელებსა და მხარდამჭერებზე.

„ფეხბურთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საკითხებში, სადაც ევროპა ლიდერია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ეს წარმატება ეფუძნება უნიკალურ მოდელს, სოლიდარობას, კლასში დაწინაურებასა და დაქვეითებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მოდელი. ყველას, არა მხოლოდ უეფა. არიან ისეთებიც, ვინც ამის გათელვას ცდილობს. ვითომ მხსნელები არიან, სინამდვილეში კი საფლავს თხრიან.

ამ ყველაფერს ისინი გეგმავენ მეტი ფულის, კაპიტალის, ძალაუფლების შოვნის სურვილით. სიხარბისა და უპირატესობის გრძნობით. მათ ყოველთვის მეტი და მეტი სურთ. სუპერლიგა ფიფქიას ვაშლს ჰგავს. თქვენ ვერ იყიდით ოცნებებს ან სპორტულ თვისებებს. ისტორიის ყიდვა შეუძლებელია“, - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Marca.

2021 წელს რამდენიმე ევროპულმა კლუბმა სუპერლიგის შექმნა გამოაცხადა. პროექტის დაწყება უეფას და ფიფას მუქარის შემდეგ გაიყინა.

21 დეკემბერს ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა ფიფას და უეფას ქმედებები ახალი ტურნირის შექმნის დაბლოკვის მიზნით.

0.113736