უეფამ 2024-2027 წლების პერიოდში, მისი ეგიდით გასამართი საკლუბო ტურნირებისთვის თანხები გაანაწილა.
ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერთასის მონაწილე კლუბები ჯამში 2,467 მილიარდ ევროს მიიღებენ; ევროპის ლიგის მონაწილეებს 565 მილიონი, ხოლო კონფერენს ლიგის მონაწილეებს 285 მილიონი ევრო შეხვდებათ.
440 მილიონ ევროს მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც ევროტურნირებში ვერ მოხვდებიან და შესარჩევ ეტაპს ვერ გადალახავენ. გარდა ამისა, 25 მილიონია გამოყოფილი უეფას ქალთა და ახაგაზრდური ჩემპიონატების მონაწილეებისთვის.