პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ფორვარდის კილიან მბაპეს ტრავმის ხასიათზე ისაუბრა, რომელიც მან საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ბრესტთან“ მატჩში (3:1) მიიღო. ფრანგმა ტერფი დაიზიანა, თუმცა თამაში საფინალო სასტვენამდე შეძლო.
„რაც შეეხება კილიანის ტრავმას, გარკვეული პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება. ერთი რამ ცხადია - ტერფში ძლიერი დარტყმა მიიღო. თუმცა, თუ კილიანი დარჩა მოედანზე და შეძლო მატჩის გაგრძელება, მაშინ ყველაფერი არც ისე ცუდად არის“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Le Parisien.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც 30 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან წლეულს ივნისის ბოლომდეა ძალაში.
14 თებერვალს პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლებს.