კალათბურთი

1:01 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად იერუსალიმის „ჰაპოელს“ შეხვდა და უშანსოდ, 61:85 წააგო.

ესპანელებმა მეტოქეს კონკურენცია ვერ გაუწიეს და მარცხიც დამსახურებულად განიცადეს.

გიორგი შერმადინმა 24 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ K ჯგუფში 2 მოგებით და 1 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 მარტს, „ჰაპოელს“ უკვე საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.133349
სარეკლამო ადგილი - 99
X x X