ფეხბურთი

16:09 | 7.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "კვარას აგენტს შევთავაზე კონტრაქტი, მან კი მითხრა, რომ სეზონის ბოლოს ვისაუბროთ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძალიან ბევრ თემაზე საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისაუბრა.

მათ შორის ილაპარაკა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე და თქვა, რომ მან შესთავაზა მის წარმომადგენლებს ხელშეკრულების განახლება, მაგრამ მათგან უარი მიიღო და სეზონის ბოლოს ისაუბრებენ.

„ჩავარდნა ჯერ კიდევ სპალეტისთან ერთად დაგვეწყო მარტში. გასული სეზონის დიდი ვარსკვლავი იყო კვარაცხელია, რომელსაც მარტიდან ნოემბრამდე გოლი არ გაუტანია, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პრობლემები დაგვეწყო. საშინლად ვიგრძენი თავი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო, ვფიქრობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეგვეძლო, ან მინიმუმ ფინალში თამაში. სკუდეტოს მოგება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით შეგვეძლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლა, რომელიც დამატებით 100 მილიონი ევროს შემოსავალს მოგვიტანდა.

კვარას კონტრაქტი? 3 თვის წინ მის გარემოცვას დავუკავშირდი. შევხვდით და ვუთხარი, რომ მინდოდა კონტრაქტის განახლება და პირობებიც გავაცანი. აგენტმა მითხრა, რომ ისინი აქ თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ამ თემაზე საუბარი სეზონის ბოლოს სურთ. შესაბამისად, ვილაპარაკებთ სეზონის ბოლოს”, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და გუნდში 1.2 მილიონი ევროს ხელფასით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.117461