იტალიელმა ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ განაცხადა, რომ „ვერონასთან“ „ნაპოლის“ გამარჯვება 90%-ით ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.
„ვერონასთან“ „ნაპოლის“ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ მატჩის ბედი 90%-ით პირადად ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვიტა, სწორედ მან მოიპოვა სამი ქულა მატჩში, რომელიც „ნაპოლისთვის“ სწორი გზით არ მიდიოდა. მაძარიმ მას მადლობა უნდა გადაუხადოს“, - თქვა მალფიტანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 11 თებერვალს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.