ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში „უოტფორდი“ სტუმრად „საუთჰემპტონთან“ 0:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ დასრულდა, შესაბამისად, საპასუხო შეხვედრას „საუთჰემპტონმა“ უმასპინძლა.
გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითადში იყო და აქტიურობდა, მაგრამ შედეგიანი ქმედებით ისევ ვერ გამოირჩა. ქართველი შემტევი 54-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:0 იყო, მერე სტუმრებმა ორიც გაუშვეს და უშანსოდ წააგეს.
„საუთჰემპტონი“ მერვედფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულს“ „ენფილდ როუდზე“ ესტუმრება.