ფეხბურთი

21:50 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა: "კვარაცხელიას გოლი ძალიან მომეწონა, ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა „ვერონასთან“ გაიტანა.

„კვარაცხელიას გოლზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბურთს აკონტროლებდა და დაარტყა. ეს მშვენიერი მანიშნებელია იმისა, თუ რა ნიჭიერი ფეხბურთელია, სანამ ბურთს მიიღებდა, უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. შარშან მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, როგორც მთელმა „ნაპოლიმ“, ახლა ის შედის ფორმაში საწყისი სირთულეების შემდეგ, რაც შეიძლება მოსალოდნელიც იყო ტრიუმფალური წლის შემდეგ. კვლავ პოულობს საკუთარ თავს და გუნდისთვის კარგ საქმეებს აკეთებს. ბედნიერი ვარ მის გამო, რადგან ძალიან კარგი ბიჭია“, - თქვა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 11 თებერვალს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.103597