ფეხბურთი

20:55 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "კარაგუმრუქი" თურქეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა

თურქეთის თასის მერვედფინალში „კარაგუმრუქმა“ „სამსუნსპორი“ 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

შოთა არველაძის გუნდმა 68-ე წუთზე გოლი გაუშვა და მარცხდებოდა, მაგრამ ძირითად დროშივე იტალიელი ლეგიონერების, დავიდე ბირასკისა და ფლავიო პაოლეტის გოლებით სიტუაციის შეცვალა და გამარჯვება მოახერხა.

ამრიგად, არველაძის გუნდი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო თურქეთის სუპერლიგაში 24 ტურის შემდეგ 24 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა.

0.116866