მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მეკარე მიგელ ანხელი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო.
მიგელ ანხელს მთელი კარიერა „რეალში“ აქვს გატარებული, რომლის კარი 1967-1986 წლებში 247-ჯერ დაიცვა, თუმცა, ერთი სეზონით „კასტელონშიც“ იყო განათხოვრებული.
მას ესპანეთის ნაკრებში 1975-1978 წლებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.