გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ შეუცვლელი ფიგურაა და ლა ლიგაში 61 მატჩი ჩაატარა ისე, რომ ამ პერიოდში ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია (საუბარია მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატზე).
„ღამურების“ ისტორიაში ასეთი უწყვეტობით არც ერთ მეკარეს უთამაშია. გიორგიმ ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ზედიზედ 59-ჯერ ითამაშა ლა ლიგაში 1989-1990 და 1990-1991 წლების სეზონებში.
1. მამარდაშვილი - 61 მატჩი (38 გასულ სეზონში და 23 მიმდინარე სეზონში)
2. ოჩოტორენა - 59
3. სემპერე - 54
4. კანისარესი - 53
5. სემპერე - 50
მოგეხსენებათ, „ვალენსიაში“ გიორგის მწვრთნელი სწორედ ოჩოტორენაა, რომლის შესახებ ქართველმა მეკარემ თქვა: „ოჩოტორენასგან ბევრი რამ ვისწავლე. ის დიდებული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ყველაფერი ვისწავლე მისგან ფიზიკური შრომიდან დაწყებული მენტალურ ასპექტებამდე. მისი ნამდვილად მადლიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 27 გოლი აქვს გაშვებული, კარი კი მშრალად შვიდჯერ შეინახა.