ფეხბურთი

12:40 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა აფრიკის თასის ნახევარფინალში შეიძლება ვერ ითამაშოს

ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასის ნახევარფინალში შესაძლოა ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშოს.

ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რომლის ხარისხი ჯერ უცნობია და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაშს. ეს მატჩი 7 თებერვალს გაიმართება.

ვიქტორმა დაზიანება მეოთხედფინალში მიიღო, მაგრამ თავდაპირველად თითქოს, საგანგაშო არაფერი იყო. ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასზე წარმატებით ასპარეზობს და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

0.103052