ფეხბურთი

2:06 | 6.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ფოდენის ბენეფისი: "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ბრენტფორდი“ დაამარცხა და „ლივერპულს“ მიუახლოვდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მარცხდებოდა, რადგან ანგარიში მასპინძლებმა ნილ მეპის გოლით გახსნეს, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა.

საერთოდ, ეს ფოდენის დღე იყო, რადგან ინგლისელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეორე ნახევარში მან თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა და „სიტის“ 3:1 მოაგებინა.

„მანჩესტერ სიტი“ 49 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „არსენალთან“ ერთად იყოფს, „ლივერპულს“ კი ორი ქულით ჩამორჩება. თუმცა, „ქალაქელებს“ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.115208