ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი ზაფხულში გახანგრძლივდება, ხოლო ხელფასი გასამმაგდება.
როგორც მან აღნიშნა, მისი აზრით, ეს ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება, ამრიგად, ხვიჩას ხელფასი დაახლოებით 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
კვარა „ნაპოლიში“ ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მის კონტრაქტზე საუბარი დიდი ხანია აქტუალურია. ჯერჯერობით, დაზუსტებით რთულია იმის თქმა, თუ რა ფაზაშია მხარეებს შორის მოლაპარაკებები.