ფეხბურთი

22:10 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" დირექტორი: "გოგლიჩიძეს კარგად ესმის დავალებები და გვიხარია, რომ ჩვენთანაა"

იტალიური „ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა პიეტრო აკარდიმ საბა გოგლიჩიძეზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელებს უსმენს და შანსს იმსახურებს.

„გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო, როცა ლევან მჭედლიძემ მის შესახებ გვითხრა. წელს გვქონდა გუნდში არაევროკავშირელი ფეხბურთელის ადგილი. მან არც ინგლისური და არც იტალიური ენა კარგად არ იცის, მაგრამ მაინც მშვენივრად ესმის, რასაც ავალებენ. უნდა მივცეთ მას ზრდის შანსი და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს გუნდშია“, - თქვა აკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ „ტორპედოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მას ჯერ ტოსკანურ გუნდში დებიუტი არ ჰქონია.

0.120621