ფეხბურთი

20:52 | 5.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს.

22 წლის შემტევი იერუსალიმის „ბეითარს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდა.

ნიკა ხორხელმა ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მანამდე ის ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა. ნიკა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.

„ბეითარი“ ისრაელის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ 22 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.122197