ფეხბურთი

20:17 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის საგოლე პასი და "მეცის" ზედიზედ მე-7 წაგება ლიგა 1-ში

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ღრმა კრიზისშია, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რადგან ბოლოადგილოსან „ლორიენთან“ შინ წააგო - 1:2.

მეოცე ტურში ლაშლო ბოლონის გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ ისევ უქულოდ დარჩა. მიქაუტაძემ 85-ე წუთამდე ითამაშა და დაბრუნების შემდეგ კვლავ პირველი გოლის მოლოდინშია, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა.

მისი გადაცემით 22-ე წუთზე ანგარიში დიდიე ლამკელ ზემ გაათანაბრა, თუმცა, ეს გოლი „მეცს“ საბოლოოდ არაფერში წაადგა.

„მეცი“ სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-16 ადგილზეა და ბოლო ადგილს უკვე მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 9 თებერვალს, „მარსელს“ ესტუმრება.

0.11396