„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „სალერნიტანასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი საბა საზონოვზე გააკეთა.
როგორც ხორვატმა სპეციალისტმა აღნიშნა, საბამ კარგად ითამაშა, მაგრამ უკეთესადაც შეუძლია:
„საზონოვისთვის ეს პრაქტიკულად პირველი მატჩი იყო და კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ იზრდება და უკეთესადაც შეუძლია“, - თქვა იურიჩმა.
საბას შესახებ ლაკონური კომენტარი გააკეთა ტურინელთა პრეზიდენტმა ურბანო კაირომაც: „საზონოვი მომეწონა, კარგი რაღაცები გააკეთა“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, „ტორინო“ კი 32 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „სასუოლოს“ ესტუმრება.