მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტეში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მან გზად ოთხ რუს მეტოქეს აჯობა. თავდაპირველად იტალიელი ფედერიკა დი სარა დაჯაბნა, მერე კი, მხოლოდ რუსებთან მოუწია გაჯიბრება და ზედიზედ ოთხ მათგანს აჯობა, მათ შორის, ფინალში ელენა პრიდანკინა დაჯაბნა იოლად 6:0, 6:3.
ერთეულებში მარიამი მერვედ გახდა ჩემპიონი, ბოლოს ამავე ტურნირზე გასული წლის დეკემბერში იმარჯვა. ბოლქვაძე რეიტინგში ამჟამად 452-ე ადგილზეა.