აფრიკის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პენალტების სერიაში აჯობა კაბო ვერდეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. 120 წუთი უგოლოდ მიილია, ხოლო თერთმეტრიანებში სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეკარემ რონვენ ვილიამსმა გაიბრწყინა, რომელმაც 5-დან 4 პენალტი მოიგერია!
32 წლის მეკარემ ზედიზედ 3 დარტყმა უკუაგდო, მეოთხე გაუტანეს, მაგრამ ბოლო, მეხუთე პენალტიც აიღო და სამხრეთ აფრიკა ნახევარფინალში გაიყვანა. „ბაფანა ბაფანას“ ფეხბურთელებმა 4-დან 2 პენალტი დაარტყეს ზუსტად და სერია 2:1 მოიგეს.
აფრიკის თასზე ნახევარფინალური წყვილები ასეთია: ნიგერია - სამხრეთ აფრიკა (7 თებერვალი) და კოტ დივუარი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (8 თებერვალი).