ფეხბურთი

23:25 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "საზონოვი კარგად მუშაობს და "სალერნიტანასთან" ითამაშებს"

„ტორონოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ „სალერნიტანას“ წინააღმდეგ საბა საზონოვი ითამაშებს. როგორც ხორვატმა აღნიშნა, ქართველი კარგად მუშაობს და შანსი დაიმსახურა.

„საზონოვს ხვალ თავისი შანსი ექნება. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ის არის ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და კარგად არის ჩართული ვარჯიშებში, ახლა ეს მატჩებში უნდა დავინახოთ. ბოლო დროს ყოველთვის ვათამაშებ ბოლო წუთებში, რათა შეეგრძნო თამაშის რიტმი, ხვალ კი თავის შანსს მიიღებს“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ითამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ იყო. „ტორინოსა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 4 თებერვალს გაიმართება.

0.128033