ძიუდო

22:03 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩიხელიძის ვერცხლის მედალი პარიზის გრანდ სლემზე

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი მედალი გიორგი ჩიხელიძემ მოუტანა, რომელიც ვერცხლს დაეუფლა.

73 კგ წონით კატეგორიაში ჩიხელიძემ ჩეხი ჩუსნიდინ კარიმოვი, რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ, ბრაზილიელი გაბრიელ ფალკაო და მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა სადაც უზბეკ შახრან ახადოვსაც სძლია და ფინალში აღმოჩნდა, სადაც იაპონელ ტაცუკი იშიჰარას შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემი კვირას დასრულდება და კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.107936