ფეხბურთი

20:57 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ჟიელინსკი განაცხადს მიღმა შურისძიების გამო არ დაგვიტოვებია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განმარტა რატომ დატოვეს პიოტრ ჟიელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა.

როგორც მან თქვა, არჩევანი გაკეთებდა იმის მიხედვით, რომ პოლონელმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

„ჩვენი სეზონი 18 თებერვლიდან იწყება, ვფიქრობ, ამ დროისთვის სრული შემადგენლობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. ჟიელინსკის ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვება არ არის შურისძიება, აბსოლუტურად არა, ის შესანიშნავი ბიჭია, ვიცით რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე და რისი არა, მაგრამ გაკეთდა არჩევანი იმის გათვალისწინებით, რომ ის გუნდიდან მიდის. 1 ივლისიდან ჩვენთან აღარ იქნება. რადუ დრაგუშინს ყველაზე მეტი შევთავაზე, მაგრამ მან პრემიერლიგაში წასვლა ამჯობინა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.123327