თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) 21-ე ტურში „ქოჯაელისპორმა“ „ადანასპორი“ 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე გიორგი ბერიძემ გაიტანა, რომელიც გოლიდან 6 წუთში შეცვალეს. „ქოჯაელისპორი“ 42 ქულით მეორე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.