პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალში გავიდა გიორგი ჩიხელიძე, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს.
73 კგ წონით კატეგორიაში ჩიხელიძემ ჩეხი ჩუსნიდინ კარიმოვი, რუმინელი ალექსანდრი რაიკუ, ბრაზილიელი გაბრიელ ფალკაო და მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა სადაც უზბეკ შახრან ახადოვსაც სძლია და ფინალში აღმოჩნდა, სადაც იაპონელ ტაცუკი იშიჰარას შეხვდება.
81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცი პირველივე წრეში დამარცხდა გერმანელ ტიმო კაველიუსთან, დიმიტრი გოჩილაიძემ კი პორტუგალიელ ჟოაო ფერნანდოსთან წააგო და ორივე უმედლოდ დარჩა.
ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.