ფეხბურთი

16:30 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ლაციოს" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს

ტურინის „იუვენტუსს“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონის გადაბირება სურს.

30 წლის ბრაზილიელს რომაელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მან უარი თქვა მის განახლებაზე. შესაბამისად, ტურინელები მის გადაბირებას ზაფხულში უფასოდ შეძლებენ.

უახლოეს ხანებში ანდერსონის აგენტსა და „იუვეს“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრაა დაგეგმილი და სავარაუდოდ, მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებათ.

ფელიპე ანდერსონმა კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, საიდანაც „ლაციოს“ 2014 წელს შეუერთდა და იქ 2018 წლამდე ითამაშა. შემდეგ იყო „ვესტ ჰემსა“ და „პორტუში“, ხოლო „ლაციოს“ 2021 წელს დაუბრუნდა. იტალიურ კლუბში მის ანგარიშზე 305 მატჩი და 55 გოლია.

0.108674