აფრიკის თასზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა - ნიგერიის ნაკრები. ჟოზე პეშეიროს გუნდმა ანგოლა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს ადემოლა ლუქმენმა გაიტანა - 1:0.
ვიქტორ ოსიმენმაც მოახერხა გატანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო მატჩის ბოლოს მან ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
ნიგერიის ნაკრები ნახევარფინალში კაბო ვერდესა და სამხრეთ აფრიკის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.