ფეხბურთი

15:57 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოლო კოლოში" არტურო ვიდალს მეფესავით დახვდნენ...

არტურო ვიდალი, რომელიც „კოლო კოლოში“ დაბრუნდა, მშობლიურ კლუბში მეფესავით წარადგინეს.

ვიდალი სტადიონზე ვერტმფრენით მიიყვანეს, შემდეგ კი მან სტადიონის საპატიო წრე ცხენით დაარტყა...

„კოლო კოლოს“ არტურო 17-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „კოლო კოლოში“ ვიდალი 2005-2007 წლებში ირჯებოდა და 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

არტურო ვიდალის კარიერაში ასევე იყო „ლევერკუზენი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ფლამენგო“ და „ატლეტიკო პარანაენსე“.

0.110898