ფეხბურთი

1:35 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "მილანელმა ტურებმა კვარაცხელიაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ხვიჩა კვარაცხელია ხელფასის 7 მილიონ ევრომდე მომატებას ითხოვს, სიმართლე არ არის.

როგორც მან თქვა, მილანურმა გამოცემამ ცრუ ინფორმაცია სპეციალურად გაავრცელა, რათა „ნაპოლიში“ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მათ შორის, გულშემატკივრებშიც.

„ტურები აგიტირებენ, რათა კიდევ უფრო გაიყოს „ნაპოლის“ გულშემატკივრები. როცა საქმე კარგად არ მიდის, მილანიდან მათ აჟიოტაჟი უნდათ. საერთოდ არ არის სიმართლე, რომ კვარა 7-8 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვს. მხარეებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და შეთანხმებული არიან, რომ ისაუბრებენ. კონტრაქტი განახლდება, მაგრამ ტურები დესტაბილიზაციაზე უკვე მუშაობენ“, - თქვა ალვინომ.

გარდა ამისა, Gazzetta Dello Sport-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდება და გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „ნაპოლის“ პრეზიდენტი მზადაა ხვიჩას ხელფასი 3 მილიონი ევროდან უფრო ზემოთაც გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან ხელფასის 7 მილიონამდე მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმაც უარყო.

0.112028