ფეხბურთი

22:15 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მოდრიჩს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

ლუკა მოდრიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

„სამეფო კლუბში“ არ აპირებენ 38 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ასე რომ, თუ არაფერი შეიცვალა, ზაფხულიდან ლუკა სხვა გუნდში გადავა.

ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და 512 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ხორვატი „დინამო ზაგრების“, „ჟრინსკი მოსტარის“, „ინტერ ჟაპრეშიჩის“ და „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

0.102742