ფეხბურთი

16:17 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "ტორინოს" დაცვაში

„ტორინომ“ „სალერნიტანადან“ ცენტრალური მცველი მატეო ლოვატო დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი ტურინელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ლოვატოს „პადოვაში“, „ვერონაში“, „ატალანტაში“, „კალიარისა“ და „სალერნიტანაში“ აქვს ნათამაშები.

„ტორინომ“ ასევე დაიმატა ადამ მაზინა „უდინეზედან“, რომელიც ასევე მცველია, მაგრამ ფლანგზე მოქმედებს, ასე რომ საბა საზონოვის კონკურენტი არ არის.

„ტორინო“ დატოვა ასევე ცენტრალურმა მცველმა, რომელიც პრაღის „სლავიაში“ გაყიდეს. ჩეხმა მიმდინარე სეზონში სამ მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ივან იურიჩის გუნდიდან წავიდა ბრენდონ სოპი, რომელმაც სეზონის პირელი ნაწილი „ტორინოში“ იჯარით გაატარა, მაგრამ „ატალანტას“ დაუბრუნდა, რომელმაც ის კვლავ გაანათხოვრა, ამჯერად გელზენკირხენის „შალკეში“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ ორი მცველი, ალესანდრო ბონჯორნო და პერ სხურსი ტრავმირებული არიან, რაც დიდი ალბათობით, საბა საზონოვის სათამაშო დროის გაზრდას გამოიწვევს.

0.116373