ფეხბურთი

11:18 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მცველი ბრედლი: „ოცნება რეალობად იქცა“

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა კონორ ბრედლიმ ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის „ჩელსისთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ემოციები ვერ დამალა. ჩრდილოირლანდიელმა მცველმა მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ცხადია, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო მომენტია. ამაზე დიდი ხანია ვოცნებობ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ოცნება ახდა. წარმოუდგენელია, ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ გავიტანე. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, ინსტიქტურად ვიმოქმედე“, - ციტირებს 20 წლის ბრედლის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.

ბრედლიმ 68-ე წუთზე შეცვალა ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი და მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავა.

„ჩელსისთან“ 31 იანვარს გამართულ მატჩში ლივერპულმა ანგარიშით 4:1 მოიგო. ინგლისის პრემიერლიგის 22 ტურის შემდეგ მერსისაიდელები 51 ქულით ლიდერობენ.

0.117073