ფეხბურთი

0:04 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ვიტორ როკეს გოლით "ოსასუნა" დაამარცხა

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მეოცე ტურის გამოტოვებული მატჩი პამპლონას „ოსასუნასთან“ ჩაატარა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 აჯობა.

ჩავის გუნდმა მძიმე თამაში ვიტორ როკეს გოლით მოიგო. დებიუტანტ ბრაზილიელს ერთი წუთის დასჭირდა მოედანზე გამოჩენიდან გამარჯვების გოლი რომ გაეტანა და მატჩის გმირი გახდა.

„ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით 47 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ალავესს“ უმასპინძლებს.

0.118152