აზიის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა.
იაპონიის ნაკრებმა როგორც მოსალოდნელი იყო, ბაჰრეინის ნაკრებს ადვილად, 3:1 აჯობა. რიცუ დოანის, ტაკეფუსა კუბოს და აიასე უედას გოლებით იაპონელებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
ირანის ნაკრებმა სირიას დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში აჯობა. ირანი მეჰდი ტარემის პენალტით დაწინაურდა, რასაც ხირბინის ასევე პენალტით უპასუხეს და ძირითადი დრო ასე დასრულდა. 91-ე წუთზე ტარემიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გაძევეს. ირანმა გუნდის ლიდერის გარეშე ითამაშა დამატებითი დრო, რომელშიც გოლი არ გასულა. პენალტების სერიაში კი, ირანის ნაკრები უშეცდომო იყო - 5:3. მოგეხსენებათ, სირიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერია, რომელიც საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.
აზიის თასის მეოთხედფინალში შემდეგი წყვილები შედგა:
ტაჯიკეთი - იორდანია
ავსტრალია - სამხრეთ კორეა
კატარი - უზბეკეთი
იაპონია - ირანი