ფეხბურთი

18:10 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "კიტეიშვილი "მეცში"? ეს მხოლოდ ჭორია"

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა უარყო ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვით, ოთარ კიტეიშვილი შეიძლებოდა „მეცში“ გადასულიყო.

როგორც შიკერმა აღნიშნა, ეს მხოლოდ ჭორია და ოთარი სეზონს ავსტრიულ კლუბში დაასრულებს.

„ვვარაუდობ, რომ კიტეიშვილი გაზაფხულზეც ჩვენთან იქნება. „მეცის“ ჭორი არის ჭორი და მეტი არაფერი. კლუბთან არანაირი კონტრაქტი არ ყოფილა“, - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რომელსაც თუ არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში სხვა გუნდში უფასოდ გადასვლა შეეძლება.

0.125344