ჭიდაობა

14:59 | 31.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე

72 კგ - გიორგი ჩხიკვაძე

77 კგ - იური ლომაძე

82 კგ - გელა ბოლქვაძე

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ - რობერტ კობლიაშვილი

130 კგ - იაკობ ქაჯაია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას გორში გადის.

ქართულ განაცხადშია ნაკრების ლიდერი - ევროპის 2-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ), რომელიც ზედიზედ მეორედ, ევროპირველობაზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - დიეგო ჩხიკვაძეს, გიორგი ჩხიკვაძესა და აჩიკო ბოლქვაძეს ამ რანგის შეჯიბრებაზე აქამდე მხოლოდ ასაკობრივი ნაკრებების რიგებში უჭიდავიათ.

ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 თებერვალს დაიწყება.

0.14097