„დინამო თბილისის“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა ხვადაგიანი „მაკაბი ნეთანიაში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ხვადაგიანმა „მაკაბისთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა, ტრანსფერის დეტალები უცნობია.
საბა ხვადაგიანი „დინამოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 94 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მის აქტივში 10 მატჩია, გარდა ამისა, ერთხელ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა (2021 წელს, ბულგარეთთან სპარინგში).