აფრიკის თასზე მორიგი მეოთხედფინალისტი გაირკვა. მალის ნაკრებმა ბურკინა ფასო დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მესამე წუთზე ედმონდ ტაპსობას კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა, როდესაც „ლევერკუზენის“ მცველმა მოულოდნელად თავისი გუნდის კარი დალაშქრა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ლასინე სინაიოკომ სხვაობა ორამდე გაზარდა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ბურკინა ფასომ მაინც გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო, მაგრამ სხვაობა შეამცირა ბერტრან ტრაორეს გოლით, თუმცა მარცხისგან თავი ვერ აირიდა.
მეოთხედფინალში მალის ნაკრების მეტოქე მასპინძელი კოტ დივუარი იქნება. აფრიკის თასზე ბოლო მერვედფინალური მატჩი დარჩა გასამართი, რომელშიც მაროკო და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან.