აზიის თასზე მორიგი ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. მერვედფინალის ცენტრალური წყვილი საუდის არაბეთი - სამხრეთ კორეა იყო, რომელმაც მოლოდინი გაამართლა.
პირველ ნახევარში კორეელები ერთ ეპიზოდში გოლს სამჯერ სასწაულებრივ გადაურჩნენ, მაგრამ მეორე ნახევრის პირველივე წუთზე რობერტო მანჩინის გუნდი დაწინაურდა. აბდულა რადიფმა კარგი კომბინაცია გოლით დაასრულა.
საუდის არაბეთი ძალიან, ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე ჩო გუ-სუნმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ანგარიში არ შეცვლილა.
პენალტების სერიაში გამარჯვება სამხრეთ კორეამ მოიპოვა - 4:2 და მომდევნო ეტაპზეა. მეოთხედფინალში ითამაშებს უზბეკეთის ნაკრებიც, რომელმაც ტაილანდს 2:1 აჯობა.
აზიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე სამი წყვილი ცნობილია: ავსტრალია - სამხრეთ კორეა, ტაჯიკეთი - იორდანია და კატარი - უზბეკეთი. დარჩა კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი, რომლებშიც ირანი - სირიას და ბაჰრეინი იაპონიას შეხვდება.