ფეხბურთი

17:29 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ეს გოლი დამეხმარება, "ბორდოდან" წასვლა არ მინდა"

„ბორდოს“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ანჟერთან“ გამარჯვების (1:0) გოლისა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა აღნიშნა, ეს გოლი მას დაეხმარება. ასევე კომენტარი გააკეთა შესაძლო ტრანსფერზე, რაზეც თქვა, რომ „ბორდოს“ დატოვება არ სურს.

„მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე პასი გავაკეთო, პოზიციურად თამაშში მოვუმატო. ეს გოლი ძალიან დამეხმარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტრანსფერი? „ბორდოს“ ფეხბურთელი ვარ და მინდა აქ გავაგრძელო თამაში. არ მინდა წასვლა, არ ვიცი, რას წერენ ჩემზე, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არაა. ვთამაშობ, გოლები გამაქვს და მომწონს აქ ყოფნა“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ბორდო“ 28 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 თებერვალს, „ტრუას“ უმასპინძლებს.

0.120381