ფეხბურთი

14:13 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი" დანი კარვახალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

მადრიდის „რეალის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი შესაძლოა მადრიდულ კლუბში კიდევ რამდენიმე სეზონი დარჩეს - წერს Marca. წყაროს ცნობით, „ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელებას მალე შესთავაზებს.

კარვახალი მადრიდის „რეალში" 2013 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელმა მადრიდელებთან ერთად 22 თასი მოიგო, მათ შორის 5 უეფას ჩემპიონთა ლიგა.

ამ სეზონში კარვახალმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან ძალაშია 2025 წლის ივნისის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ კარვახალს ბოლო დროს ხშირად უწევს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ პერსონალურად თამაში, ესპანეთის ნაკრებში იქნება ეს თუ „რეალში.“

0.37604